თეა წულუკიანი სტრასბურგის სასამართლოს დადგენილებაზე: ერთი 1 ოქტომბრის არჩევნები მოიგეთ და მეორე – ეს

ერთი 1 ოქტომბრის არჩევნები მოიგეთ და მეორე – ეს, – ასე ეხმაურება იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტლებასთან დაკავშირებით “ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გაკეთებულ შეფასებებს.
„ერთი 1 ოქტომბრის არჩევნები მოიგეთ და მეორე – ეს. კიდევ უფრო ტრაგიკულ მაგალითს, როცა „გამარჯვება“ ძალით გვაზეიმეთ, არ დავასახელებ. ფარცხალაძის ეპიზოდი კი გამოიძიოს პროკურატურამ, ვერ ვხედავ ვერანაირ პრობლემას, პირიქით. გადაწყვეტილება წარსულის შესახებ ან კიდევ წარსული წინასწარი და კანონიერი პატიმრობის შესახებ, ესაა დღევანდელი გადაწყვეტილება. აწმყოში კი სახეზეა მსჯავრდებული, რომელიც იხდის სასჯელს“, – წერს თეა წულუკიანი სოციალურ ქსელში.
მანამდე თეა წულუკიანმა სტატსბურგის სასამართლოს დადგენილება ჟურნალისტებთან შეაფასა. მინისტრის განცხადებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ვანო მერაბიშვილის წინასწარი დაკავება კანონიერად მიიჩნია.
შეგახსენებთ, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის საქართველოს წინააღმდეგ შეტანილ სარჩელთან დაკავშირებით დადგენილება გამოაქვეყნა. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს ხელისუფლებას, ვანო მერაბიშვილისა და მისი ადვოკატების სასარგებლოდ, კომპენსაციის სახით, სამი თვის განმავლობაში, 12 ათასი ევროს გადახდა დააკისრა. მოსარჩელე მხარე ზარალისა და ხარჯების ანაზღურების მიზნით, 55 ათას ევროს ითხოვდა. სასამართლომ საბოლოოდ სახელმწიფოს 8 და 4 ათასი ევროს გადახდა დააკისრა, ხოლო კომპენსაციის შესახებ სხვა სარჩელები არ დააკმაყოფილა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები