ხალვაში ბურჭულაძის განცხადებას გამოეხმაურა – მაღაზიებში დატოვებული „იავნანას“ დახმარების ყუთებიდან ფულის ინკასაცია არ დაგავიწყდეთ
ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში პაატა ბურჭულაძის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც “სახელმწიფო ხალხისთვის” დამფუძნებელმა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის საქმეზე სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გააკეთა.
“არიქა, ჩვენზე და დემოკრატიაზე ზრუნვაში მაღაზიებში დატოვებული „იავნანას“ დახმარების ყუთებიდან ფულის ინკასაცია არ დაგავიწყდეთ…
ის ღლონტი წაიყვანეთ პარტიაში, საწყალი, მე თვითონაც კი არ არის. უპატრონოა სულ. არადა, ენერგიით არის აღსავსე. არცერთი სასამართლო არ გამოტოვა. კოალიცია!!!” – წერს ხალვაში სოციალურ ქსელში.
„რუსთავი 2“-ის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილება ადასტურებს იმ უმძიმეს მდგომარეობას, რომელიც ქართულ მართლმსაჯულებაში არსებობს. ყველასათვის ნათელია, რომ ხელისუფლების სურვილი არც არასოდეს ყოფილა რეალური სასამართლო რეფორმის განხორციელება. მორჩილი სასამართლო დღევანდელი ხელისუფლების მთავარი მოკავშირეა. მხოლოდ ასეთი მოცემულობის პირობებში გრძნობს ხელისუფლება კომფორტულად თავს, რომლის მთავარი მიზანია, არ მივიდეს კრიტიკული ინფორმაცია მაყურებლამდე. ფაქტია, ამ პროცესებით საქართველოს საერთაშორისო იმიჯი ნადგურდება, ვინაიდან ყველას თვალში ქართული მართლმსაჯულება უფასურდება.