მანანა კობახიძე: “რუსთავი 2”-ის საქმემ დაანახა საზოგადოებას “ნაცმოძრაობის” და მისი დავალებების აღმსრულებლის – გვარამიას სახე!

„იმედია, საზოგადოება სწორად შეაფასებს ამ ყველაფერს და არ აჰყვება ნაციონალური მოძრაობის დემაგოგიას!“ – ასე ეხმაურება პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე სააპელაციო სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით.
როგორც მანანა კობახიძე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსში აღნიშნავს, სასამართლო დავა, რომელიც „რუსთავი 2“-ს ეხება, არის ხალვაში-ყარამანაშვილების წინააღმდეგ და არა ხელისუფლების საქმე ”რუსთავი 2-ის” წინააღმდეგ!!!
მისივე განმარტებით, ”რუსთავი -2”-ის საქმის პოლიტიზებას თავად ეს არხი ახდენს და “ნაცმოძრაობა”.
”რუსთავი -2”-ის საქმის პოლიტიზებას ახდენს თავად ეს არხი, „ნაცმოძრაობა“ და მათი იდეოლოგიური მოკავშირეები, ეს არის საქმე: ხალვაში-ყარამანაშვილების წინააღმდეგ და არა ხელისუფლების საქმე ”რუსთავი 2-ის” წინააღმდეგ! ამ საქმემ კიდევ ერთხელ კარგად დაანახა საზოგადოებას „ნაცმოძრაობის“ და მისი დავალებების უშუალო აღმსრულებლის -გვარამიას სახე! თუ მათ სურვილებს არ აკმაყოფილებს სასამართლო, ისინი გადადიან პირდაპირ მუქარაზე, თავდასხმაზე, არ ცნობენ კანონს, არ ემორჩილებიან სამართლებრივ მოთხოვნებს, იყენებენ ბინძურ მეთოდებს, ცილისწამებას, შეუძლიათ ადამიანებს თურმე ტუალეტებშიც კი მოუსმინონ საკუთარი მიზნის მისაღწევად! იმედია, საზოგადოება სწორად შეაფასებს ამ ყველაფერს და არ აყვება „ნაციონალური მოძრაობის“ დემაგოგიას!“ – წერს მანანა კობახიძე სოციალურ ქსელში. შეგახსენებთ, რომ დღეს სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რის მიხედვითაც „რუსთავი 2“-ის წილის 60% მან ქიბარ ხალვაშს, 40% კი ხალვაშის კუთვნილ კომპანია “პანორამას” გადასცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები