“Spiegel Online-ის სტატიის შესწორება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ძალისხმევით მოხდა”

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძის განცხადებით, ქართველი კრიმინალების შესახებ გერმანული გამოცემა Spiegel-ის სტატიის შესწორება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ძალისხმევით მოხდა.
გავლენიანმა გერმანულმა გამომცემლობა SPIEGELonline-მა 6 ივნისის გამოქვეყნებული სტატია, რომელშიც ქართველები “ყველაზე მეტი” დანაშაულის ჩადენაში იყვნენ ბრალდებულნი დღეს, 9 ივნისს ჩაასწორა.
“რა თქმა უნდა, ეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ძალისხმევით მოხდა. საქართველოს საგარეო უწყება დაინტერესდა ამ საკითხით და შესაბამისი ღონისძიებები გაატარა, რომელშიც ჩართული იყო გერმანიაში საქართველოს საელჩო. ჩვენ მივმართეთ გერმანიაში ფედერალურ საინფორმაციო საშუალებებს, რომლებმაც გაავრცელეს მსავსი ინფორმაცია და მათ ვთხოვეთ განმარტება, თუ რას ეფუძნებოდა მათ მიერ გამოქვეყნებული მონაცემები,” – განაცხადა გიგი გიგიაძემ.
საქართველოს საგარეო სააქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე აცხადებს, რომ წამყვან გერმანულ მედიასაშუალებებში ქართული კრიმინალური დაჯგუფებების შესახებ არასწორი ინფორმაციის გამოქვეყნებამ გერმანიაში მცხოვრები ქართველების იმიჯს დიდი ზიანი მიაყენა.
“ჩვენ ძალიან გვაინტერესებს, როგორ აღმოჩნდა ასე მოულოდნელად ეს საკითხი გერმანული მედიასაშუალებების ყურადღების ცენტრში და რით ხელმძღვანელობდნენ ისინი ამ ინფორმაციის გამოქვეყნებისას”, – აღნიშნა გიგი გიგიაძემ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იმედს გამოთქვამს, რომ Spiegel Online-ის მსგავსად, ქართველი კრიმინალების შესახებ სტატიებს სხვა გერმანული გამოცემებიც შეასწორებენ.
გერმანულმა ინტერნეტგამოცემა Spiegel Online-მა შეასწორა სტატია, სადაც ნათქვამია იყო, რომ გერმანიაში ბინების ძარცვის ყველაზე მეტი რაოდენობა ქართველი კრიმინალების მიერაა ჩადენილი. გამოცემის რედაქცია აღნიშნავს, რომ სტატიის წინა ვერსია ეყრდნობოდა სააგენტო “ფრანს-პრესის” ინფორმაციას, რომელიც მცდარი აღმოჩნდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები