ექსპრემიერი ავლევში ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების დამონტაჟების ფაქტს პროვოკაციას უწოდებს

ახალი, აღმაშფოთებელი პროვოკაცია მივიღეთ – ასე შეაფასა საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა სოფელ ავლევში რუსი სამხედროების მიერ ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების დამონტაჟების ფაქტი.
ექსპრემიერი ფიქრობს, რომ მომხდარზე საქართველოს ხელისუფლების რეაგირება ჯანსაღი იყო.
„ახალი, აღმაშფოთებელი პროვოკაცია მივიღეთ, მე როგორც ვადევნებ თვალს სახელმწიფო მოხელეებმა ყველამ ჯანსაღი რეაქციები გააკეთეს. ასე უნდა გავაგრძელოთ. “ნაციონალური მოძრაობის“, მათი ლიდერის გაუგებარი ქმედების შედეგი იყო ის, რაც მივიღეთ, მათ შორის, ოკუპირებული ტერიტოროები. თავიანთი უაზრო ქმედებებით ძალიან დაეხმარნენ რუსეთს, რომ განეხორციელებინა ის, რაც მივიღეთ. რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მხოლოდ მშვიდობიანი გზით და არ წამოვეგოთ პროვოკაციებზე, საერთაშორისო მეგობრობა მაქსიმალურად ინფორირებული უნდა გვყავდეს და მათთან ერთდ მოვახერხოთ და მშვიდობიანი გზით აღვადგინოთ ის დარღვევები. გასაგებია რუსეთის ქმედება და ის, რომ ოკუპირებულია ტერიტორიები. ჩვენ აუცილებლად მოვახერხებთ და დავიბრუნდებთ ჩვენს ძმებს, დავიბრუნებთ აფხაზებს და ოსებს და ამავდროყლად გავაერთიანებთ ტერიტორიებს“,-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
შეგახსენებთ,რომ ქარელის რაიონში, სოფელ ავლევის ტერიტორიაზე, იქ, სადაც მოსახლეობა ხორბალს თესავს და სასოფლო – სამეურნეო საქმიანობას ეწევა, რუსმა სამხედროებმა 6 ივნისს ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ორი ახალი ბანერი დაამონტაჟეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები