ბიძინა ივანიშვილი: ბოტანიკურ ბაღში ჰესის აშენება როგორ შეიძლება?

მცირე ზომის ჰესი ბოტანიკურ ბაღში არ შენდება და მშენებლობაში ის მონაწილეობას არ იღებს, – ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
”იუმორით მომიყვნენ ეს ამბავი გუშინ. კარგია, ჰესი თუ შენდება, მაგრამ მინდა ხაზი გავუსვა – ბოტანიკურ ბაღში ჰესის აშენება როგორ შეიძლება? თუ ვინმე ჰესს აშენებს, ძალიან კარგია, საუბედუროდ, მე აქ ჰესის აშენებაში არ ვმონაწილეობ. თუ ვინმე ჰესს აშენებს, უნდა მივესალმოთ, მაგრამ მე არ მგონია, რომ ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე და მისი განადგურების საფუძველზე მოხდეს ეს. ამას კალაძე ან მთავრობის სხვა წარმომადგენელი ხელს არ მოაწერდა. ზოგადად მშენებლობას რაც შეეხება, განმუხურშიც კი, სადაც სასტუმროს აშენებას ვაპირებ და კიდევ სხვა პროექტსაც, რომელზეც მერე ვიტყვი, მოახერხეს, რომ თემა აწიეს და ისიც კი თქვეს, ზღვას გვართმევსო. სისულელეში და უმეცრებაში გადასული განცხადებები გააკეთეს.
რაც მთავარია, ოდესღაც მათი ლიდერი ამაყობდა მშენებლობით, რა თქმა უნდა, ყველამ უნდა იმააყოს. გახსოვთ ალბათ, დავით აღმაშენებელს რომ ედრებოდა. ”ნაციონალებმა” მოახერხეს და მშენებლობა ლამის უარყოფითად გადააქციეს. ტერმინს ამოიჩემებთ და ახერხებთ მისი მნიშვნელობის გადატანას. მე რომ ვაშენებ, ლამისაა დამნაშავედ იგრძნოს კაცმა თავი. ამ ჰესზეც ასე იყო. აქ მე არ ვმონაწილეობ. მე სხვა ჰესებში ვმონაწილეობ. ეს ინფორმაცია ”რუსთავი 2”-მა გაავრცელა, ამიტომ გამორკვევით არ დავინტერესებულვარ. სხვას რომ ეთქვა, დავინტერესდებოდი”, – განაცხადა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები