დავით ნარმანია: 13 ივნისის სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებზე 90 მლნ ლარამდეა დახარჯული

თბილისის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, ამ ეტაპზე 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებზე, 90 მილიონ ლარამდეა დახარჯული. როგორც თბილისის მერმა ჟურნალისტებს თბილისის ზოოპარკში მიმდინარე აღდგენითი სამუშაოების დათვალიერებისას განუცხადა, ინფრასტრუქტურული სამუშაობის გაგრძელება მომავალშიც იგეგმება.
”ამ ეტაპზე 90 მილიონ ლარამდეა დახარჯული, როგორც ფიზიკური პირების ზიანის ანაზღაურებისთვის, ასევე დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის. ცალკეული ინფრასტრუქტურული სამუშაოები მომავალშიც გაგრძელდება. ეს იქნება, ძირითადად, წყნეთი-სამადლოს გზაზე, ამიტომ დაახლოებით 100 მილიონი ლარი იქნება, ჯამში, ის ზარალი, რომელიც ჩვენ სტიქიის შედეგად მივიღეთ”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
თბილისის მერის თქმით, თითოეული ადამიანი, რომელსაც დადგენილი წესის მიხედვით ეკუთვნოდა ბინა ან სახლის რეაბილიტაცია, ყველა მათგანი დაკმაყოფილებულია, თუმცა იმ ოჯახებს, რომელთაც ნორმებზე მეტი მოთხოვნები ჰქონდათ, თბილისის მერია ვერ დაეხმარება.
”არის რამდენიმე ოჯახი, რომლებიც სამართლებრივ პროცედურებს გადიან და მათი მოგვარების შემდეგ დაკმაყოფილდებიან, თუმცა არიან ადამიანები, რომლებსაც იმაზე მეტი ამბიციები და მოთხოვნები აქვთ, ვიდრე დადგენილი წესი და ნორმაა. ამიტომაც მათ, სამწუხაროდ, ვერ ვეხმარებით, მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ – ძალიან ბევრი გაკეთდა, 26 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა იმისათვის, რომ ფიზიკური და იურიდიული პირების ზიანი ანაზღაურებული ყოფილიყო ”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები