გიორგი კვირიკაშვილი მაკკეინის ინსტიტუტის დირექტორს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მაკკეინის ინსტიტუტის დირექტორს, დევიდ კრამერს შეხვდა. შეხვედრაზე თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბარი შეეხო ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებს და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგს და ამ მიმართულებით მიღწეულ პროგრესს.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველომ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა შეასრულა და იმედი გამოთქვა, რომ პროცესი ახლო მომავალში წარმატებით დასრულდება. მხარეებმა საქართველოში და, ზოგადად, რეგიონში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრეს. ხაზი გაესვა ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების სამართლიან და თავისუფალ გარემოში ჩატარების მნიშვნელობას. საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა მაკკეინის ინსტიტუტის დირექტორთან, დევიდ კრამერთან, თბილისში მიმდინარე საერთაშორისო ენერგეტიკული კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები