ვახტანგ ძაბირაძე – 90-იანი წლებიდან მოყოლებული დღემდე, გიორგი კვირიკაშვილი ერთ-ერთი საუკეთესო პრემიერია

კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ 90-იანი წლებიდან მოყოლებული დღემდე, გიორგი კვირიკაშვილი, ერთ-ერთი საუკეთესო პრემიერ-მინისტრია. ნაკლები თვითცენზურის შემთხვევაში კი ძაბირაძე მიიჩნევს, რომ კვირიკაშვილი კიდევ უფრო კარგ შედეგებს მიაღწევს ქვეყნის განვითარების თვალსაზრისით.
„ჩემი აზრით, კვირიკაშვილი ნამდვილად კარგი პრემიერია, თუ გავავლებთ პარალელებს საქართველოში 90-იანი წლებიდან მოყოლებულ პრემიერებს შორის, შეიძლება ითქვას, რომ კვირიკაშვილი, ერთ-ერთი საუკეთესო პრემიერია. გარკვეულწილად, მან დაამშვიდა პოლიტიკური პროცესი, რა თქმა უნდა, სასწაულებს არ ველოდებოდი და არც ახლა ველოდები, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ კვირიკაშვილი საკმაოდ კარგი პრემიერია. მას რომ მეტი თავისუფლება ჰქონდეს, არ ვგულისხმობ, რომ ვინმე ზღუდავს, მაგრამ ხანდახან ადამიანებს თვითცენზურაც გვახასიათებს, ვფიქრობ, ასეთ შემთხვევაში, მან შეიძლება საკმაოდ კარგი ნაბიჯები გადადგას ქვეყნის განვითარების თვალსაზრისით“,- განაცხადა ძაბირაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები