კახა კალაძე: “რუსთავი 2” იყო, არის და იქნება მომავალშიც

“რუსთავი 2”- ის პროცესებთან დაკავშირებით, ყველა სასამართლოს გადაწყვეტილებას უნდა დაელოდოს, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც კალაძემ აღნიშნა, არასწორია საუბარი, თითქოს, სასამართლო ტელევიზიის წინააღმდეგ მიდის.
“ხშირად ისმის, თითქოს სასამართლო “რუსთავი 2”- ის წინააღმდეგ არის. ეს არ არის სიმართლე. “რუსთავი 2″ იყო, არის და იქნება მომავალშიც.
ჩვენ უნდა ავუხსნათ საზოგადოებას, რომ აქ მიმდინარეობს სასამართლო პროცესი ბატონ ხალვაშსა და ძმებ ყარამანიშვილებს შორის. გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო. ის, რომ თითქოს, ტელევიზიის წინააღმდეგ მიდის გააფთრებული ბრძოლა, არასწორია”, – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები