ვახტანგ ძაბირაძე – დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნება“ ყველაზე მეტ მანდატს მიიღებს

კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნება“ კონკურენტ პარტიებთან შედარებით მნიშვნელოვანი სხვაობით გაიმარჯვებს, თუმცა, ამის მიუხედავად, ის არ ფიქრობს, რომ „ქართული ოცნება“ შეძლებს და 95-ვე მანდატს მოიპოვებს. „ქართულ ოცნებას“ 95 მანდატის აღების რესურსი არ აქვს, თუ ყველაფერი ისე წარიმართა, როგორც წესია და რიგია, და პროცესიც ისე წავიდა, როგორც ახლა მიდის, არ მგონია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ 60 მანდატზე მეტის მიღება შეძლოს. დარწმუნებული ვარ, ის ყველაზე მეტ მანდატს მიიღებს და კონკურენტ პარტიებს შორის ლიდერიც იქნება, მაგრამ მეეჭვება, რომ 76 ხმა, ანუ უმრავლესობა მიიღოს, ვფიქრობ, მას ამ მანდატების მიღება გაუჭირდება“,-განაცხადა ძაბირაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები