საქართველოს პრეზიდენტი თურქეთში მომხდარ ტერორისტულ აქტს გმობს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თურქეთში მომხდარ ტერორისტულ აქტს გმობს და დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.
„შეძრწუნებული ვარ თურქეთში, პოლიციის ავტომობილზე, მომხდარი საზარელი ტერორისტული აქტით, რომელმაც უდანაშაულო მოქალაქეების სიცოცხლის მოსპობა და მრავალი ადამიანის დაშავება გამოიწვია.
საქართველო, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად, ერთობლივი ძალისხმევით განაგრძობს თანამედროვე მსოფლიოს უდიდესი საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლას. ქართველი ხალხი თანაუგრძნობს და დგას მეგობარი თურქი ხალხის გვერდით. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს”, – ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები