დავით უსუფაშვილი: საქართველოსთან მიმართებაში გადაწყვეტილება იქნება მალე და იქნება დადებითი

„ჩვენ ვართ ძალიან ოპტიმისტურად, რომ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით საქართველოსთან მიმართებაში გადაწყვეტილება იქნება დადებითი“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილმა ბერლინში, ბუნდესტაგის პრეზიდენტ ნორბერტო ლამერტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, ვიზალიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.
უსუფაშვილის თქმით, საპარლამენტო არჩევნებამდე ყველას ინტერესშია, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება იყოს მიღებული.
„ამიტომ, ჩვენ ძალიან ყურადღებით ვისმენთ ჩვენი პარტნიორების მოსაზრებებს იმ ნიუანსებთან დაკავშირებით, რომელიც სხვადასხვა დონეზე იხილება. ჩვენ ვართ ძალიან ოპტიმისტური, რომ კონკრეტულად საქართველოსთან მიმართებაში გადაწყვეტილება იქნება მალე და იქნება დადებითი. ამასთანავე, ჩვენ – ყველა თავს ვიკავებთ რაიმე კონკრეტული თარიღების დასახელებისგან, თუმცა, თქვენ მოისმინეთ სრულიად მკაფიო განწყობა, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნებამდე ყველას გვინდა, ყველას ინტერესშია, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება იყოს მიღებული”,- განაცხადა უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები