რამაზ საყვარელიძე: “ნაციონალური მოძრაობა” დღემდე აგრძელებს ქართული ხელისუფლების პოლიტიკური იმიჯის დამახინჯებას

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის შეფასებით, კოჰაბიტაციის პროცესის შედეგად “ნაციონალები” არათუ მოლბნენ და ადაპტირებადი გახდნენ ახალ სიტუაციასთან, არამედ უფრო გაძლიერდნენ თავის ბრძოლასა და აგრესიაში.
პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ “ნაციონალური მოძრაობა” დღემდე აგრძელებს ქართული ხელისუფლების პოლიტიკური იმიჯის დამახინჯებას.
“ბიძინა ივანიშვილი გვპირდებოდა, რომ საარჩევნო კამპანიაში ჩაერთვებოდა და ჩაება. მას აკრიტიკებენ, რომ პოლიტიკური სივრცე ისევ ორპოლუსიანი გახადა, რაც არასწორია. მან გააკეთა აქცენტი “ნაციონალურ მოძრაობაზე” იმიტომ, რომ კოჰაბიტაციის პროცესის შედეგად “ნაციონალები” არათუ მოლბნენ და ადაპტირებადი გახდნენ ახალ სიტუაციასთან, არამედ უფრო მოღონიერდნენ თავის ბრძოლასა და აგრესიაში. ეს გამოიხატა იმაშიც, რომ ეს პარტია დღემდე აგრძელებს ქართული ხელისუფლების პოლიტიკური იმიჯის დამახინჯებას. საუბრობენ, რომ საქართველოს ორიენტაცია აქვს რუსეთისკენ, არ არის დაცული დემოკრატიული პრინციპები და ამის არგუმენტად მოჰყავთ „რუსთავი 2“.
“ნაციონალური მოძრაობა” ამტკიცებს დასავლეთში, რომ მას დევნიან არა სამართლებრივად არამედ პოლიტიკურად”,- განუცხადა “პირWელს” საყვარელიძემ.
მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს სჭირდება რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მთავარი ოპოზიციური ძალა არ იყოს და მაქსიმუმ, საერთოდ არ იყვნენ პარლამენტში. “ნაციონალური მოძრაობა” უნდა დასუსტდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში “ქართულ ოცნებას”, დასავლეთის გამოყენებით სამართლიანობის აღდგენის საშუალებას არ მისცემს, ამის გამო ჩაერთო ივანიშვილი და ბრძოლის ძირითად სამიზნედ “ნაციონალური მოძრაობა” გამოცხადა”, – განაცხადა საყვარელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები