„თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“ წევრი – „დავით სერგეენკო ხათრით შემორჩენილი მინისტრია“

„თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“ პარტიის წევრი, დავით ფაცაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ეხმაურება, სადაც ის მთავრობაში „ხათრით შემორჩენილ“ მინისტრებზე საუბრობდა. ფაცაცია მიიჩნევს, რომ მსგავს სიაში დავით სერგეენკოც შედიოდა, რადგან, მისი აზრით, „ხათრით შემორჩენილ“ მინისტრებში ივანიშვილმა ძლიერი მინისტრები იგულისხმა.
“საბედნიეროდ, შემიძლია ვთქვა, რომ ასეთი ადამიანები ნამდვილად არიან მთავრობაში, მათ შორის დავით სერგეენკო, რომელიც, მართლაც, სამაგალითოდ მუშაობს და პრინიციპულ პროექტებს ახორციელებს. ხაზს ვუსვამ, გაეროს მონაცემებით დადგინდა, რომ მოსახლეობის ხანგრძლივობა გაიზარდა. შემიძლია პრინციპულად ვთქვა, რომ სერგეენკო ხათრით შემორჩენილი მინისტრია, რადგანაც სერგეენკოს იმაზე უფრო დიდი ხელფასი ჰქონდა, ვიდრე ახლა აქვს, სამწუხაროდ, მსგავსი მინისტრი ბევრი არ არის, თუმცა შემიძლია ასევე ვახსენო სოზარ სუბარი, რომელიც ბევრ საქმეს აკეთებს დევნილებისთვის – ცდილობს და ზრუნავს. როგორც მე ვიცი ძალიან ეფექტურად მუშაობენ სასჯელაღსრულების სამინისტროშიც“,-განაცხადა ფაცაციამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები