საგარეო უწყება თურქეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გამოწვეული მსხვერპლის გამო ღრმა მწუხარებას გამოხატავს
საქართველოს საგარეო უწყება თურქეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გამოწვეული მსხვერპლის გამო ღრმა მწუხარებას გამოხატავს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თურქეთის ქალაქ ოსმანიეში, ოსმანიე-ქოზანის მონაკვეთზე ავტობუსის სარწყავ არხში გადავარდნის გამო, რომლის შედეგად დაიღუპა და დაშავდა არაერთი ადამიანი, მათ შორის, ბავშვები, ღრმა მწუხარებას გამოხატავს.
საგარეო უწყება უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებსა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას, ხოლო დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს.