გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდება
გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისსა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობა გრძელდება. გაეროს მოსახლეობის ფონდის მესამე ეროვნული პროგრამის ფარგლებში, ორგანიზაციის საქართველოს ოფისსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ახალი ეტაპი იწყება.
8 ივნისს მხარეები ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერენ ხელს, რომელიც დიპლომის შემდგომი და უწყვეტი პროფესიული განათლების წარმატებული პროგრამების დანერგვასა და განხორციელებას ეხება.
ხარისხიანი რეპროდუქციული ჯანმრთელობის მომსახურებასა და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის ადვოკატირება გაეროს მოსახლეობის ფონდის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიზანს წარმოადგენს.
მემორანდუმის თანახმად, პროგრამის წარმატებით განხორციელებას ორივე მხარე გაუწევს მონიტორინგს. გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისისა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თანამშრომლობა ხელს შეუწყობს რეპროდუქციული ჯანმრთელობის ხარისხიან სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას სამედიცინო განათლების სფეროში ახალი მეთოდების დანერგვის საშუალებით.