თბილისის მერია უარყოფს ინფორმაციას, თითქოს პენსიონერებისთვის ერთჯერად მატერიალურ დახმარებას გასცემს
თბილისის მერია მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. როგორც დედქალაქის მერიის განცხადებაშია აღნიშნული, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, თბილისის მერია დედაქალაქში მცხოვრები პენსიონერებისთვის ერთჯერად მატერიალურ დახმარებას გასცემს, სინამდვილეს არ შეესაბამება. ამავე განცხადების თანახმად, მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურსა და გამგეობებში მეორე დღეა ფინანსური დახმარების გაწევის თხოვნით, თბილისის სხვადასხვა რაიონში მცხოვრები პენსიონერებისგან ათეულობით განცხადება შედის.
თბილისის მერია აღნიშნულ ფაქტს დეზინფორმაციას და მიზანმიმართულ კამპანიას უწოდებს, მოსახლეობას კი სთხოვს, არ აჰყვეს ცრუ ინფორმაციას.