რკინიგზელთა პროფესიული კავშირის წევრებმა აზერბაიჯანში მე-5 ახალგაზრდულ საერთაშორისო ფორუმში მიიღეს მონაწილეობა

 

საქართველოს რკინიგზელთა პროფესიული კავშირის წარმომადგენლებმა აზერბაიჯანში გამართულ რიგით მე-5 საერთაშორისო ახალგაზრდულ ფორუმში მიიღეს მონაწილეობა. ქართულ დელეგაციას, “საქართველოს რკინიგზის” პროფესიული კავშირის თავმჯდომარე ზურაბ ნასარაია ხელმძღვანელობდა.
ფორუმის მიმდინარეობისას, დამსწრე საზოგადოებას მან სიტყვით მიმართა, სადაც ხაზი გაუსვა პროფკავშირის წარმატებული საქმიანობის მნიშვნელობას. აზერბაიჯანში გამართულ ფორუმს ასევე ესწრებოდა “საქართველოს რკინიგზის” პროფესიული კავშირის მთავარი სპეციალისტი ირაკლი ჯაყელი და ამავე კავშირის წევრი კახა ნაჭყებია.
ახალგაზრდული ფორუმი, რომელიც გაცნობით სახეს ატარებდა, მიზნად ისახავდა პროფესიული კავშირის წარმომადგენლების შეხვედრასა და ერთმანეთისთვის პროფესიული გამოციდლების გაზიარებას.
„ფორუმი წარმატებით ჩატარდა, აზერბაიჯანულმა მხარემ განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინა ჩვენ მიმართ. ფორუმის ფარგლებში არაერთი აქტივობა დაიგეგმა, შესაძლებლობა მოგვეცა, გაგვეცნო სხვადასხვა ქვეყნის პროფკავშირის წევრები, რაც ჩვენი პროფესიული საქმიანობისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. იმედი მაქვს, რომ მსგავსი ღონისძიებები მომავალშიც გაგრძელდება“,- განაცხადა ნაჭყებიამ.
ღონისძიებას, რომელიც ქალაქ ნაბრანში, 31 მაისიდან 3 ივნისის ჩათვლით მიმდინარეობდა, საქართველოს გარდა დსთ-ს ქვეყნების რკინიგზის პროფესიული კავშირის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.
13382185_1703505989900971_288595876_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები