გიორგი უძილაური: დღეს ვნახე ეს ყბამორყეული “ჟურნალისტური სოლიდარობა” ექშენში
დღეს ვნახე ეს ყბამორყეული “ჟურნალისტური სოლიდარობა” ექშენში”, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში “ქართუ ჯგუფის” პრესსამსახურის ხელმძღვანელი გიორგი უძილაური ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის ტელეჟურნალისტებთან შეხვედრის შემდეგ წერს.
დღეს ვნახე ეს ყბამორყეული “ჟურნალისტური სოლიდარობა” ექშენში. რამდენიმე ჟურნალისტს სულ ფეხზე ეკიდა კოლეგები, მათი დრო და კითხვის დასმის უფლება.
სოლიდარობა ქმედითია, როცა ის სცდება სხვა არხის მიკროფონის დაჭერას, კადრების გადაწერას და ერთმანეთის ნიუსების მოპარვას. სოლიდარობა პატივისცემით იწყება და არა მერკანტილიზმით”, – წერს უძილაური “ფეისბუქში”