გიორგი კვირიკაშვილი სტამბოლში მომხდარი ტერაქტის გამო მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი სტამბოლში მომხდარი ტერაქტის გამო მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს ტერაქტის შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მსოფლიო საზოგადოებას განსაკუთრებული ძალისხმევა მართებს, ამ სისასტიკის შესაჩერებლად.
„მწუხარებას გამოვთქვამ სტამბოლის ცენტრში მომხდარი ტერაქტის გამო, რომელსაც გამვლელები და პოლიციელები ემსხვერპლნენ.
ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს, თურქ ხალხსა და მთავრობას მომხდარი ტრაგედიის გამო. სამწუხაროა, რომ თანამედროვე სამყაროში უდანაშაულო ადამიანების, სიცოცხლეს ბრძოლისა და ზემოქმედების იარაღად იყენებენ. მსოფლიო საზოგადოებას, ყველას ერთად მაქსიმალური ძალისხმევა გვმართებს ამ სისასტიკის შესაჩერებლად „ – ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამძიმრის წერილში.