გიორგი კვირიკაშვილმა აგარა-ზემო ოსიაურის 7- კილომეტრიანი მონაკვეთი გახსნა

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აგარა-ზემო ოსიაურის 7- კილომეტრიანი მონაკვეთი გახსნა. გიორგი კვირიკაშვილთან ერთად იმყოფებოდნენ: რეგიონული განვითარების მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი და მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი მერსი ტემბონი. აღნიშნული მონაკვეთის მშენებლობა 2015 წელს დაიწყო. პროექტის ფარგლებში ორი სატრანსპორტო კვანძი და ორი პარალელური ხიდიც მოეწყობა. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, წლის ბოლომდე ასევე იგეგმება ზესტაფონის და ჩუმათელეთის მონაკვეთების გახსნა. მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება რაჭასა და სვანეთშიც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები