ნატა ასათიანი: ახალ მინისტრს ვხვდებით ყოჩაღად, როგორც ამ მაგარ გუნდს სჩვევია

განათლების სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელი ნატა ასათიანი სოციალურ ქსელში თანამდებობიდან თამარ სანიკიძის გადადგომას ეხმაურება და მასთან ერთად გადაღებულ ერთობლივ “სელფს” აქვეყნებს.
“ამ საგიჟეთში დღის ბოლოს ერთი პოზიტიური განცდა მაქვს: სულ ვიცავდი სუბორდინაციას, დღეიდან კი ძალიან საყვარელი და ძვირფასი მეგობარი შევიძინე თამარის სახით. ახალ მინისტრს კი ვხვდებით ყოჩაღად, როგორც ამ მაგარ გუნდს სჩვევია”, – წერს ნატა ასათიანი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, ნატა ასათიანი “რადიო თავისუფლების” ჟურნალისტის სალომე ასათიანის დაა და ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მინისტრის პოსტიდან თამარ სანიკიძის გადადგომა, გუშინდელ ინტერვიუს უკავშირდებოდა, რომელიც სალომე ასათიანმა ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილთან ჩაწერა.
nata

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები