პარლამენტში პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს მხარი 84 ხმით დაუჭირეს
პარლამენტმა საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონპროექტის მოტივირებული შენიშვნები გაითვალისწინა.
დეპუტატებს ქვეყნის პირველი პირის მოტივირებული შენიშვნები უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინა იმერლიშვილმა გააცნო. პარლამენტის სხდომათა დარბაზში მყოფმა დეპუტატებმა შენიშვნებს კენჭი დღის ბოლოს უყარეს.
საბოლოოდ, მოტივირებულ შენიშვნებს მხარი 84 მომხრე ხმით დაუჭირეს.
რაც შეეხება ცვლილებებს, პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის შეთავაზებული წინადადებები შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ გადაწყვეტილების მიღების კვორუმს, მოსამართლეთათვის 10-წლიანი უფლებამოსილების ვადის ბოლომდე გამოყენებასა და პლენუმისთვის განსახილველად გადაცემული საკითხის განხილვაზე უარის თქმის შემთხვევას. ამას გარდა, პრეზიდენტი პარლამენტმა იმ ნორმის გაუქმების მოთხოვნით მიმართა, რომლის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს, რომელსაც უფლებამოსილების ამოწურვამდე სამ თვეზე ნაკლები რჩება, ახალი საქმის არსებით განხილვაში მონაწილეობის უფლება აღარ ექნება.