აღფრთოვანებისგან ფეხებს აბაკუნებდნენ – რას ყვება ქართველი მოცეკვავე კარიბის კუნძულებზე გამართულ ტურნეზე

ქართველი მოცეკვავე, რომელიც აშშ-ში ქართული ხელოვნების პოპულარიზაციას ეწევა, “ერისიონის” ყოფილი მოცეკვავე მიშიკო კობახიძეა.
როგორც ქართველი ხელოვანი აღნიშნავს, ცეკვა მისთვის ყველაფერია და მის პროფესიონალად ჩამოყალიბებაში “ერისიონის” წვლილზე საუბრობს.
მიშიკო ცეკვისას იმპროვიზაციებსაც ხშირად მიმართავს და როგორც აღნიშნავს, ეს მომგებიანია.
“სხვადასხვა ტურნეებზე ქარული ცეკვის ელემენტებს ადგილობრივ კულტურულ ელემენტებსაც ვუსადაგებთ და ეს ხშირად ამართლებს”, – აცხადებს კობახიძე და კარიბის კუნძულებზე მოგზაურობაზე ყვება.
“ჩემი ერთ-ერთი გამორჩეულო და დასამახსოვრებელი მოგზაურობა იყო კარიბის კუნძულებზე კერძოდ “მარტინიკზე”, სადაც ანსამბლთან ერთად 3 კონცერტი გავმართეთ. ეს ადგილი გამორჩეული იყო როგორც სანახაობრივად, ასევე კონცერტზე მოსული მაყურებელით. აღსანიშნავია მარტინიკის ეგზოტიკური სილამაზე და მიმზიდველობა, რამაც ყველაზე მეტად გამაოცა ეს მაყურებელი იყო, რომელიც ჩვენი კონცერტის დასასრულს ტაშის ნაცვლად ფეხებს ურტყამდა დარბაზის იატაკს. როგორც მერე გავიგე, ეს მათი მხრიდან აღფრთოვანებას, კარგ შეფასებას და მოწონებას გამოხატავდა. ანსამბლის წევრები სცენაზე დაიბნენ, მათ შორის, მეც, სანამ არ გვითხრეს რომ ესეთი ჟესტი მათი მხრიდან დიდ მოწონებას აღნიშნავდა, ასეთი აღფრთოვანებით გაგრძელდა მთელი სამი კონცერტი კარიბის ზღვის პირას”, – აცხადებს მოცეკვავე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები