ესპანელმა სამართალდამცველებმა ტერორიზმში ეჭვმიტანილი ორი პირი დააკავეს

ესპანელმა სამართალდამცველებმა ალგეცირას პორტში წყვილი აიყვანეს, რომლებიც მცირეწლოვან ბავშვთან ერთდ მაროკოში გამგზავრებას აპირებდნენ.
გამოძიების ინფრომაციით, ისინი “ისლამურ სახელმწიფოში” ახალი წევრების გადაბირებაზე მუშაობდნენ. დაკავებულების სახლში ძალოვანებმა, ჩხრეკის შედეგად, “ისლამური სახელმწიფოს”დიდი რაოდენობით  სააგიტაციო ლიტერატურა და იარაღი ამოიღეს. დაკავებულები წარმოშობით მაროკოელები არიან.
შინაგან საქმეთა უწყების ცნობით, წყვილმა ესპანეთიდან გამგზავრების გადაწყვეტილება მოულოდნელად მიიღო, რადგან დაკავებული მამაკაცის ძმა თვითმკვლელი ტერორისტი აღმოჩნდა, რომელიც ცოტა ხნის წინ ერთ-ერთი აფეთქების დროს დაიღუპა, თუმცა სად აიფეთქა მან თავი, გამოძიება არ აკონკრეტებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები