რობი უილიამსის კონცერტის ბილეთების გაყიდვა დაიწყო

რობი უილიამსის კონცერტის ბილეთების გაყიდვა tkt.ge-ზე დაიწყო. ბილეთების ფასი 20 ლარიდან 130 ლარამდეა. 20 ლარი დასაჯდომი ადგილები ღირს, ფეხზე დგომის მსურველებისთვის ბილეთის ღირებულება კი 30 ლარი, ხოლო სცენასთან ფეხზე დგომის მსურველებისთვის – 90 ლარი. 130 ლარი ღირს VIP ადგილები.
რობი უილიამსის კონცერტი, პროექტ Check-in Georgia-ს ფარგლებში, 27 მაისს, თბილისში „დინამო არენაზე“ გაიმართება. რობი უილიამსი ერთ-ერთი იქნება მსოფლიო ვარსკვლავებს შორის, რომლებიც საქართველოში ჩამოვლენ და კონცერტებს გამართავენ. რობი უილიამსის კონცერტი საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში გაიმართება. ინგლისელი მომღერალი საქართველოში პირველად იმღერებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები