ამერიკაში მოღვაწე ქართველი მუსიკოსის ნინო არობელიძის კიდევ ერთი სოლო ალბომი

ნინო არობელიძემ საკუთარ ტრიოსთან ერთად მორიგი სოლო ალბომი ჩაწერა. “Girl Named Nino” – ასე ჰქვია ახალ ალბომს, რომელშიც 10 სიმღერაა შესული, აქედან ერთს „I wish/მინდა“ ნინო არობელიძე ქართულად ასრულებს. “Girl Named Nino”-ს პრეზენტაცია 29 აპრილს ჩიკაგოში გაიმართება.
“Girl Named Nino”-ს ტურნეს პირველი კონცერტი მედისონში და მილუოკში უკვე დავუკარით. თვის ბოლოს ჩიკაგოში ვიზეიმებთ ალბომის გამოსვლას, კონცერტით! მაისში აღმოსავლეთ სანაპიროზე ნიუ-იორკსა და ბაფალაში გვიხილავენ. ზაფხულში ჩეხეთში, პრაღასა და ოსტრავაში კონცერტებით ვგეგმავთ ჩასვლას“, – აღნიშნა ნინო არობელიძემ „კვირასთან“ საუბრისას.
ქართველი მუსიკოსის კონცერტებზე მსმენელი ყოველთვის უდიდესი ემოციებითაა დატვირთული.
„დღეს ვიყავი ნინო არობელიძისა და პაბლო გორდის კამერულ კონცერტზე. დიდი ხანია არ მიმიღია ასეთი სიამოვნება! ახლაც კი ვგრძნობ სისხლში ენდორფინების მომატებულ რაოდენობას! Youtube-ზე ატვირთული ჩანაწერი სრულად ნამდვილად ვერ გადმოსცემს იმ ფანტასტიკური ხმის ჟღერადობას, დიდი მადლობა კრიჩევსკების ოჯახსა და ASSR-ს“, – აღნიშნა კონცერტის ერთ-ერთმა მსმენელმა დიმიტრი პავლოვმა.
ნინო არობელიძესთვის ეს უკვე მეორე სოლო ალბომია. მისი პირველი სოლო ალბომი სახელწოდებით “NOMAD” 2014 წელს გამოვიდა.
“Girl Named Nino”-ს მოსმენა ონლაინ რეჟიმში უკვე შესაძლებელია.
http://www.cdbaby.com/cd/girlnamednino

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები