თბილისის მერიის ბიგ-ბენდი კონცერტების სერიას უნივერსიტეტებში იწყებს

დღეს, 16:00 საათზე თბილისის ბიგ-ბენდი კონცერტს, ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის დარბაზში გამართავს. ღონისძიებაზე ბენდი და მისი სოლისტები ქართულ და უცხოურ ჰიტებს შეასრულებენ.
თბილისის მერიის ბიგ-ბენდი კონცერტების სერიას უნივერსიტეტებში იწყებს. კონცერტებს სპეციალურად სტუდენტებისთვის ბიგ-ბენდი მრავალი წელია ყოველწლიურად მართავს. კონცერტები აპრილსა და მაისში სხვადასხვა უნივერსიტეტში გაიმართება. ბიგ-ბენდს სამედიცინო, თავისუფალი, გურამ თავართქილაძის, ანდრია პირველწოდებულის და სხვა უნივერსიტეტები უმასპინძლებენ. წელს პირველი კონცერტი ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართება, იქ სადაც ქართულ ჯაზს დიდი ტრადიცია აქვს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები