ტარიელ სუარი საქველმოქმედო კონცერტს – „ესპანური გიტარა“ გამართავს
თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახლმწიფო კონსერვატორიაში, 15 აპრილს საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება. დედაქალაქის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის ინფორმაციით, ცნობილი ქართველი კლასიკოსი გიტარისტი, ტარიელ სუარი უსინათლო ბავშვთა მხარდასაჭერად კლასიკური ესპანური გიტარის კონცერტს გამართავს. მათივე ინფორმაციით, გაყიდული ბილეთებიდან შემოსული თანხა უსინათლო და მცირედმხედველი მოსწავლეების სკოლებს გადაეცემა.
საღამოზე სხვადასხვა ეპოქაში მოღვაწე ესპანელი კომპოზიტორების ნაწამოებები შესრულდება: ალონსო მუდარა (1508-1580) ფანტაზია ლუდოვიკოს სტილში; გასპარ სანზი (1640-1710) – პავანა, კანარიოსი; დიონისიო აგუადო (1782-1849) ადაჯიო და რონდო ლა მინორი; ხოაკინ მალატსი (1872-1912) – ესპანური სერენადა; ფრანცისკო ტარეგა (1852-1909) – არაბული კაპრიჩიო; ისააკ ალბენისი (1860-1909) – ლეგენდა, ტანგო, სევილია; მანუელ დე ფალია (1876 – 1946) – გლეხის ცეკვა ოპერიდან სამკუთხედი; ხოაკინ როდრიგო (1901-1999) – სამი ესპანური პიესა ფანდანგო, პასაკალია, ცაპატეადო; რუის პიპო (1934-1997) – სიმღერა და ცეკვა. აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში პირველი საქველმოქმედო კონცერტი 15 აპრილს თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელმწიფო კონსერვატორიაში გაიმართება. 30 აპრილს თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის დრამატულ თეატრში, 17 მაისს ქუთაისის ოპერის თეატრში და 30 მაისს ბათუმის ხელოვნებისა და მუსიკის ცენტრში.