ზაზა ხალვაშის “სოლომონი” თეირანის კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში მოხვდა
ზაზა ხალვაშის ფილმი “სოლომონი” თეირანის საერთაშორისო კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში მოხვდა. ფილმი მოგვითხრობს უცნობ, ნიჭიერ მუსიკოსზე, რომელიც ცდილობს თავისი შემოქმედებით საქართველოს ერთ-ერთ პროვინციულ, შავიზღვისპირა ქალაქში თავისი ადგილის დამკვიდრებას. “სოლომონი” 2015 წელს თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე საუკეთესო ქართულ ფილმად აღიარეს. თეირანის საერთაშორისო კინოფესტივალი 20 – 25 აპრილს გაიმართება.