თანამედროვე მხატვრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება

21 აპრილს, 19:00 საათზე, „ბიბლუსი გალერეაში“ წიგნის მაღაზია „ბიბლუსის“ ორგანიზებითა და ეროვნული ბიბლიოთეკის პროექტ „ეკვილიბრიუმის“ ფარგლებში, თანამედროვე მხატვრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება. შემოსული თანხით ეროვნული ბიბლიოთეკა შეიძენს წიგნებს, რომელიც გადაეცემა ახალქალაქის სოფელ ბავრის სკოლას. იქ ქართული ბიბლიოთეკა გაიხსნება. გამოფენაზე 25-მდე ნახატი, სამკაულები და ტიხრული მინანქრის ნიმუშები იქნება წარმოდგენილი. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: ლევან აბრამიშვილი; ნინო ჩაკვეტაძე; რეშკა; ლევან მოსიაშვილი; იკო ცაბაძე; ანტონ ბალანჩივაძე; მაი ლაშაური; მარიამ ნაცვლიშვილი; ბექა სვირავა; მიშა ბერძენიშვილი; თემურ სამადაშვილი; ქეთევან საქარელი (ტიხრული მინანქრის ნამუშევრები); რიტა ხაჩატური; ზურა ბალანჩივაძე; დეიკო ალუღიშვილი (სამკაულები); თაკო ბაქრაძე; სოფო მუშკუდიანი (ტიხრული მინანქარის სამკაულები); ხათუნა სონღულაშვილი; გიორგი გაგოშიძე; ელისო ჩუბინიშვილი.
გამოფენა წიგნის საერთაშორისო დღის ფარგლებში იმართება. დამთვალიერებელს 24 აპრილამდე ექნება შესაძლებლობა, ეწვიოს „ბიბლუსი გალერეას” და ხელმისაწვდომ ფასად შეიძინოს მისთვის სასურველი ნამუშევარი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები