„თი-ბი-სი“ გალერეა სტუდენტების გამოფენას – „ხატვის მაგისტრებს“ უმასპინძლებს
დღეს, 19:00 საათზე, „თი-ბი-სი“ გალერეა სამხატვრო აკადემიის სტუდენტების გამოფენას – „ხატვის მაგისტრებს“ უმასპინძლებს.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება 7 ახალგაზრდა ხელოვანის მიერ განსხვავებულ თემატიკაზე შექმნილი 40-ზე მეტი აბსტრაქტული და რეალისტური ნამუშევარი. დასწრება თავისუფალია.