მოზარდ მაყურებელთა თეატრი პრემიერისთვის ემზადება
15 აპრილს, 19:00 საათზე, 16 აპრილს, 13:00/16:00 საათზე, მოზარდ მაყურებელთა თეატრის დიდ სცენაზე რედიარდ კიპლინგის ნაწარმოების მიხედვით დადგმული სპექტაკლის „მაუგლი“ პრემიერა გაიმართება.
სპექტაკლი „მაუგლი“ მიუზიკლის ჟანრს განეკუთვნება. მასში უხვად არის წარმოდგენილი სიმღერები, რომლებსაც მსახიობები ცოცხლად ასრულებენ და საცეკვაო ნომრები. სპექტაკლში 45 მსახიობი და 9 ბავშვი მონაწილეობს. სპექტაკლისთვის საგანგებოდ გამოცხადდა კასტინგი, რომლის მეშვეობით პატარა მაუგლისა და მგლის ლეკვების როლების შესასრულებლად რეჟისორმა 7 ბავშვი შეარჩია. „მაუგლი“ საინტერესო და მრავალფეროვანი სანახაობაა, რომელიც ორიგინალური კოსტიუმებითა და ჯუნგლებისთვის დამახასიათებელი დეკორაციით არის წარმოდგენილი.