ევროპის მუზეუმების ფორუმმა სვანეთის მუზეუმი “2016 წლის მუზეუმის” დაჯილდოების ცერემონიალზე წარადგინა
ევროპის მუზეუმების ფორუმმა სვანეთის მუზეუმი „სამუზეუმო სფეროში საზოგადოების ჩართულობის ხარისხის ამაღლებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის“ ნომინაციაში წარადგინა.
“2016 წლის მუზეუმის” დაჯილდოების ცერემონიალი მიმდინარე წლის 9 აპრილს ტოლოზასა და სან სებასტიანში (ესპანეთი) გაიმართა.
ევროპის “წლის მუზეუმის” ჯილდო (EMYA) ევროპის საბჭოს ეგიდით 1977 წელს შეიქმნა. იგი მიზნად ისახავს სამუზეუმო საქმეში ევროპაში არსებული მოწინავე გამოცდილების აღიარებას და გაზიარებას. ამ მნიშვნელოვან ნომინაციაზე საქართველო – საქართველოს ეროვნული მუზეუმის სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმი – 2016 წელს პირველად წარადგინეს, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჩვენი ქყვეყნის კულტურული დაწესებულებების აღიარებისა და პოპულარიზაციის გზაზე.
ევროპის 2016 წლის საუკეთესო მუზეუმის ჯილდო პოლონელი ებრაელების ისტორიის მუზეუმს, ხოლო ევროსაბჭოს წლის მუზეუმის ჯილდო პოლონეთის სოლიდარობის ცენტრს გადაეცა.