„თუ არ მივა, სადაც უნდა მივიდეს, სააკაშვილს მეორედ დაიბარებენ“

   თუკი არ იქნება მოწმე იქ, სადაც უნდა მივიდეს, მაშინ მას მეორედ დაიბარებენ, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ ჟურნალისტებს პროკურატურაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მოწმის სახით დაბარების კომენტირებისას განუცხადა. “საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები – პროკურატურა იმოქმედებენ კანონის შესაბამისად. თუ არ ვცდები, კანონი გულისხმობს იმას, რომ ერთხელ თუკი მოწმე არ გამოცხადდება, იგი მეორედ დაიბარონ. ასე, რომ წყნარად შევხედოთ დღევანდელ დღეს. თუკი არ იქნება მოწმე იქ, სადაც უნდა მივიდეს, მაშინ მას მეორედ დაიბარებენ”, – დასძინა მაია ფანჯიკიძემ. დღეს, 13:00 საათზე, საქართველოს მთავარ პროკურატურაში მოწმის სახით დასაკითხად დაბარებულია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები