„გადავწყვიტე, ჩვენი თბილისი სრულად წარმოგიდგინოთ“ – ბადრი ვადაჭკორიას ახალი ფოტოები
ფოტოხელოვანი ბადრი ვადაჭკორია თბილისის ფოტოებს აქვეყნებს სოციალურ ქსელში.
„როგორც იქნა, გადავწყვიტე, ჩვენი თბილისი სრულად წარმოგიდგინოთ ისეთი, როგორსაც ჩვენ, მშვიდობიანი დრონი DJI Mavic 3 pro, ფოტოკამერა FXH 2 Fujinon 16-55 f/2,8 და მე ვხედავთ.
აღმოჩნდა, რომ სულაც არ არის საკმარისი თბილისზე სრული წარმოდგენის შესაქმნელად, მხოლოდ ტურისტული ე.ი. ძველი თბილისის ფოტოები გამოგიფინოთ.
ნახეთ, რა გაკეთდა ბოლო პერიოდში ქალაქის გასალამაზებლად, რა თქმა უნდა, ჯერ ძალიან ბევრია გასაკეთებელი, მაგრამ რაც გაკეთდა?! მე თვითონ დღეს პირველად ვნახე ავლაბრის მეტროს შემოგარენი, გაგიჟდები, ისეთი სილამაზეებია, არაფერს დაკარგავთ, გაიარეთ ფეხით, თითქოს პატარა ლამაზ ტყეში მოხვდით, ისეთი შეგრძნებაა, განსაკუთრებით ძალიან უხდება ახალი გარემო ძველ ბინადრებს, გია დანელიას უცნობილესი ფილმის „მიმინოს“ უკვდავ გმირებს“, – წერს ბადრი ვადაჭკორია.