ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი: დავიბადე, გავიზარდე და ვცხოვრობ ამ უბანში – ჩემთვის ეს უბანი ორგანული გარემოა

,,ჩემთვის ეს უბანი ორგანული გარემოა”,- ამის შესახებ ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ალექსანდრე ასათიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, მოსახლეობის ინტერესების სამსახური მისთვის დიდი მოტივაციაა.

„მე დავიბადე, გავიზარდე და ვცხოვრობ ამ უბანში. ჩემთვის ეს უბანი ორგანული გარემოა, მყავს დიდი სანაცნობო წრე, სამეგობრო. ეს არის ჩემთვის მოტივაცია და დიდი პასუხისმგებლობა, რომ ამ უბნის მოსახლეობის ინტერესებს მოვემსახურო. ბოლო წლებში თბილისში გაკეთდა უამრავი საქმე მრავალი მიმართულებით. ამის შესახებ ქალაქის მერმაც წარადგინა კონკრეტული დეტალური ანგარიშები სხვადასხვა მიმართულებით. დარწმუნებული ვარ, ჩვენი მოსახლეობა ამას ძალიან კარგად ხედავს, სათანადოდ აფასებს და ეს გვაძლევს კიდევ ერთხელ განაცხადის უფლებას, იმედს და რწმენას, რომ მოსახლეობა ნდობით არის განწყობილი ჩვენს მიმართ“, – განაცხადა ალექსანდრე ასათიანმა.

ცნობისთვის, „ქართულმა ოცნებამ“ პარტიის ცენტრალურ ოფისში თბილისის მაჟორიტარობის 25 კანდიდატი გუშინ წარადგინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები