ზესტაფონში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

ზესტაფონში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. ინფორმაციას, ზესტაფონის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მარგვეთის ეპარქიის სასულიერო პირებმა საქართველოს ერთიანობისთვის გარდაცვლილთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადეს.

,,ზესტაფონის მერის – მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ღამბაშიძემ, მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა დაბა შორაპანში, აგვისტოს ომის გმირის, ზაზა ფერაძის სახელობის მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

მარგვეთის ეპარქიის სასულიერო პირებმა საქართველოს ერთიანობისთვის გარდაცვლილთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადეს.

ზაზა ფერაძე 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომში სნაიპერის ტყვიამ მაშინ იმსხვერპლა, როდესაც დაჭრილი მეომრების გადასარჩენად მიბრუნდა ფრონტის ხაზზე.
ზაზა ფერაძე დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის მე – 3 ხარისხის ორდენით”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები