ირაკლი ქადაგიშვილი: სამწუხაროა, რომ უკრაინის მხარე საერთოდ არ რეაგირებს თავის მოქალაქეებთან დაკავშირებულ საკითხზე

„სამწუხაროა, რომ უკრაინის მხარე საერთოდ არ რეაგირებს თავის მოქალაქეებთან დაკავშირებულ საკითხზე და ერთგვარ იგნორს უკეთებს საქართველოს მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს,“ – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა სასაზღვრო გამტარ პუნქტ „დარიალზე“ მყოფი პირების გაყვანის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

„როდესაც საუბარია მძიმე კრიმინალური წარსულის მქონე ადამიანთა ასე ერთად შეკრებილ ჯგუფზე, ბუნებრივია, აქ პირველ რიგში დგება უსაფრთხოების საკითხები.

სამწუხაროა, რომ უკრაინის მხარე საერთოდ არ რეაგირებს თავის მოქალაქეებთან დაკავშირებულ საკითხზე და ერთგვარ იგნორს უკეთებს საქართველოს მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს და მათ შორის, სამუშაო რეჟიმში ამ საკითხის განხილვასაც კი“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ გამოხატავს სრულ მზადყოფნას, განახორციელოს მის კომპეტენციას მიკუთვნებული ყველა შესაბამისი ღონისძიება და ხელი შეუწყოს უკრაინულ მხარეს ე.წ. ნეიტრალურ ზონაში მყოფი პირების სამშობლოში დაბრუნების პროცესში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები