დიმიტრი ხუნდაძე: ელისაშვილმა საკუთარი თავი თავადვე აქცია კომიკურ ფიგურად – მერაბ სეფაშვილი კი თუ აქამდე მიხეილ სააკაშვილს უმღეროდა, რომ მისი გმირი იყო, ახლა იმღეროს „გინდ მეძინოს მაინც სულში მიზიხარ”

„მათ მიერ დასახელებული მერობის კანდიდატები, საარჩევნო წონას არ ფლობენ,” – ამის შესახებ მედიასთან საუბარში საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის” თავმჯდომარემ, დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ „ლელოსა” და „გახარია საქართველოსთვის” მერობის საერთო კანდიდატებზე საუბრისას განაცხადა.

„რადიკალური ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც არჩევნებში იღებს მონაწილეობას, წარმოადგენს „ნაციონალურ მოძრაობას”. მათი სტრატეგიაა, გაიყონ შუაზე, ნაწილმა მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა და შემდეგ უკვე შიგნიდან მოახდინონ, თუნდაც თითო წარმომადგენლით საკრებულოებში არეულობა.
ვფიქრობ, მათ მიერ დასახელებული მერობის კანდიდატები, საარჩევნო წონას არ ფლობენ. ელისაშვილმა საკუთარი თავი თავადვე აქცია კომიკურ ფიგურად. რაც შეეხება მერაბ სეფაშვილს, არ მგონია, მათ ემღერებოდეთ, მაგრამ თუ მაინცდამაინც მომღერალი სურთ, მაშინ სეფაშვილს მოუწევს რეპერტუარის შეცვლა. თუ ის აქამდე მიხეილ სააკაშვილს უმღეროდა, რომ მისი გმირი იყო, ახლა იმღეროს „გინდ მეძინოს მაინც სულში მიზიხარ,” – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები