ნიუ-იორკში, თაიმს სქვერზე სროლის დროს სამი ადამიანი დაიჭრა

ნიუ-იორკში, თაიმს სქვერზე სროლის შედეგად სამი ადამიანი დაიჭრა. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

ინციდენტი შუაღამისას მოხდა. გამოცემის ცნობით, სროლას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. დაჭრილები არიან 18 წლის გოგონა, რომელსაც ტყვია კეფაში აქვს მოხვედრილი, 19 წლის ბიჭი და 65 წლის ქალი, რომელსაც ცეცხლნასროლი ჭრილობა მარცხენა ფეხში აღენიშნება.

სამივე ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი. მათი მდგომარეობა სტაბილურია. პოლიციის განცხადებით, მათ დაკითხვაზე ერთი ადამიანი ჰყავთ გადაყვანილი, თუმცა, ოფიციალურად ბრალი ჯერ არავისთვის წარუდგენიათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები