გორში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირები კიდევ ერთხელ გაიხსენეს

გორში, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირები კიდევ ერთხელ გაიხსენეს. ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

,,გორის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა კონსტანტინე ბუზალაძემ ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალები გვირგვინებით შეამკეს და ომის ტრაგიკული დღეები გაიხსენეს.

გორისა და ატენის მიტროპოლიტმა მეუფე ანდრიამ რუსეთ – საქართველოს ომში დაღუპულთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.

აგვისტოს ომიდან 17 წელი გავიდა. საომარი მოქმედებების დროს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი დაიღუპა”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები