პარტია „გირჩის“ ლიდერი, იაგო ხვიჩია მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმად „ლელო“ მერობის კანდიდატად მერაბ სეფაშვილის კანდიდატურასაც განიხილავს, მისი რეიტინგის დასადგენად კი იაგო კაჭკაჭიშვილის ISSA-ს კვლევა დაუკვეთა.
„რასაც ვაკვირდები, ჩემმა სეხნიამ ყველაზე მეტად იხეირა, „ლელოს“ მიერ დაკვეთილი ხალხის დასაქლიავებელი კვლევებით.
ბოლომდე ვერც გაამტყუნებ, პოლიტიკური მკვლევარის პროფესიას და რეპუტაციას დედა არა ჰყავს ქვეყანაში და ფულს მაინც აკეთებს კაცი.
და ხალხი? კვლევებით ხალხის მოტყუება მოსულა?
ტუუუუუ…“, – წერს იაგო ხვიჩია Facebook-ზე.
გავრცელებული ინფორმაციით, „ლელო“ თბილისის მერობის კანდიდატად მომღერალ მერაბ სეფაშვილის კანდიდატურასაც განიხილავს და მისი რეიტინგის დასადგენად იაგო კაჭკაჭიშვილის ISSA-ს კვლევა დაუკვეთა.