დავით მათიკაშვილი: ქვეყანა ეკონომიკური წინსვლით, მშვიდობიანი პოლიტიკის წყალობით მიდის სასურველ შედეგამდე

საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო S&P Global Ratings-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი „BB“ დონეზე, ხოლო პერსპექტივა – „სტაბილურზე“ შეინარჩუნა.

მისი თქმით, ქვეყანა მდგრადი განვითარებით, ეკონომიკური წინსვლით, მშვიდობიანი პოლიტიკის წყალობით მიდის სასურველ შედეგამდე და ეს ყველაფერი აისახება იმ რეიტინგებში, რომელიც საერთაშორისო კომპეტენტური ორგანოების მიერაა გამოქვეყნებული.

„ჩვენი ქვეყანა მდგრადი განვითარებით, ეკონომიკური წინსვლით, მშვიდობიანი პოლიტიკის წყალობით მიდის სასურველ შედეგამდე და ეს ყველაფერი აისახება იმ რეიტინგებში, რომელიც საერთაშორისო კომპეტენტური ორგანოების მიერაა გამოქვეყნებული.

თავდაპირველი ვარაუდები, რომლებიც შედარებით დაბალ რეიტინგს გულისხმობდა, იყო გაზრდილი კონკრეტული საერთაშორისო ინსტიტუტების მხრიდან, რაც პირდაპირი მნიშვნელობით გულისხმობს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ სწორ ეკონომიკურ, ფისკალურ პოლიტიკას ქვეყნის განვითარებისა და ეკონომიკური წინსვლისთვის“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები