ავთანდილ თალაკვაძე, საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს, გიორგი გაბუნიას შეხვდა

ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე, საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს, გიორგი გაბუნიას შეხვდა. ინფორმაციას ოზურგეთის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე, მიმდინარე პროექტებზე და გეგმებზე ისაუბრეს. განიხილეს კულტურის სფეროს საჭიროებები.

“როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, რეგიონების კულტურული პოტენციალის გაძლიერება და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა კომიტეტის საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით ოზურგეთის მერიასთან თანამშრომლობა სამომავლოდ კიდევ უფრო გაძლიერდება.

ოზურგეთის მერმა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ ასევე დაათვალიერა სოფელ შრომაში მდებარე კულტურის სახლის შენობა, რომელსაც სრული რეაბილიტაცია უტარდება.

სამუშაოების ფარგლებში მიმდინარეობს უნიკალური შიდა სივრცეების აღდგენა, რესტავრაცია და ტერიტორიის კეთილმოწყობა. პროექტს, სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ახორციელებს და მისი ბიუჯეტი 2 565 000 ლარია.

ისტორიული შენობა, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს, 1956 წელს აშენდა. ის საქართველოში, კულტურის სახლებს შორის, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია და წლებია, აღდგენას და განახლებას საჭიროებდა,”- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები