„Wall Street Journal“-ი წყაროებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა შეერთებულ შტატებს უკრაინის საკითხის მოგვარების გეგმა წარუდგინა, რომელიც სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა გადასცა.
„ევროპელი და უკრაინელი ოფიციალური პირების ცნობით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ტრამპის ადმინისტრაციას უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ფართომასშტაბიანი წინადადება წარუდგინა“, – წერს გამოცემა.
მედიის ცნობით, გეგმა კიევის მხრიდან ტერიტორიულ დათმობებსაც მოიცავს.
როგორც გამოცემის წყაროები იუწყებიან, უიტკოფმა ევროპელ ოფიციალურ პირებს განუცხადა, რომ რუსული წინადადება ორ ეტაპს მოიცავდა.