ემანუელ მაკრონი: უკრაინის მომავალი ვერ გადაწყდება უკრაინელების გარეშე, რომლებიც უკვე სამ წელზე მეტია იბრძვიან თავიანთი თავისუფლებისა და უსაფრთხოებისთვის

,,უკრაინის მომავალი ვერ გადაწყდება უკრაინელების გარეშე, ამის ნაწილი აუცილებლად ევროპელებიც იქნებიან”, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა.

ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ სატელეფონო საუბარი გამართა უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან, ასევე გერმანიის კანცლერთან, ფრიდრიხ მერცთან და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან, კირ სტარმერთან.

„ჩვენ კვლავ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, მხარი დავუჭიროთ უკრაინას, ვიმუშაოთ ერთად და გავაგრძელოთ „მსურველთა კოალიციის“ ფარგლებში მუშაობა. უკრაინის მომავალი ვერ გადაწყდება უკრაინელების გარეშე, რომლებიც უკვე სამ წელზე მეტია იბრძვიან თავიანთი თავისუფლებისა და უსაფრთხოებისთვის. ევროპელებიც აუცილებლად იქნებიან გადაწყვეტის ნაწილი, რადგან მათივე უსაფრთხოება საფრთხის ქვეშაა. მე გავაგრძელებ მჭიდრო კოორდინაციას პრეზიდენტ ზელენსკისთან და ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან“, – წერს ემანუელ მაკრონი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები