ირაკლი ქადაგიშვილი S&P-ის ანგარიშზე: ყველაზე მნიშვნელოვანი მსოფლიოს სარეიტინგო ორგანიზაციები აქვეყნებენ რეიტინგებს, რომლებითაც ქვეყნის განვითარების პერსპექტივა რეალურად განისაზღვრება

,,ქართული ოცნების” წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა მედიასთან სარეიტინგო კომპანიის S&P-ის ანგარიში შეაფასა.

„ყველაზე მნიშვნელოვანი მსოფლიოს სარეიტინგო ორგანიზაციები აქვეყნებენ რეიტინგებს, რომლებითაც ქვეყნის განვითარების პერსპექტივა რეალურად განისაზღვრება. ასეთივეა S&P-ის მიერ გამოქვეყნებული პროგნოზი ეკონომიკის ზრდისა, სადაც თვითონ სარეიტინგო სააგენტომ 5%-დან 7%-მდე გაზარდა [პროგნოზი]“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ცნობისთვი, S&P Global-ის პროგნოზით, ინფლაცია 2025 წელს საშუალოდ 3.7% იქნება. ამავდროულად, მაღალი ეკონომიკური ზრდის ფონზე S&P Global-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7.1%-მდე გაზარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები