რეზო შავიშვილი: „ეროვნული ფორუმი“ ყველას აჩვენებს, როგორ შეიძლება მცირე ფინანსებით დიდი შედეგების მიღწევა

„ეროვნული ფორუმი“ ყველას აჩვენებს, როგორ შეიძლება მცირე ფინანსებით დიდი შედეგების მიღწევა, – აღნიშნული განცხადება „ეროვნული ფორუმის“ ერთ-ერთმა ლიდერმა რეზო შავიშვილმა დღეს პორტალ „კვირაში“ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა, სადაც მან წინასაარჩევნო პერიოდზე და მისი პარტიის პოლიტიკურ მომავალზე ისაუბრა. შეკითხვაზე, იქნება თუ არა ახალი სახეები ფორუმში, შავიშვილმა განაცხადა, რომ ახალი სახეები ნამდვილად იქნება.
„ვაპირებთ, რომ პარლამენტში სოლიდურად ვიყოთ წარმოდგენილნი, ამიტომაც გვეყოლება ჩვენთვის არა ახალი, მაგრამ საზოგადოებითვის ახალი სახეები“, – განაცხადა შავიშვილმა.
რაც შეეხება არჩევნების გამართვის თარიღს, შავიშვილმა განაცხადა, რომ ეს თარიღი ფორუმისთვის სრულიად მისაღებია და ამაში პრობლემას ვერ ხედავს. იურიდიულ საკითხთან დაკავშირებით კი განმარტა, რომ საქართველოს კანონმდებლობაში არსებობს შესაბამისი რეგულაცია, რომელიც ამ საკითხს დაარეგულირებდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები